გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ატარებს თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმს – TRANSRELATION. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების გოეთეს ინსტიტუტების პროექტის ფარგლებში "კულტურის სფეროში მოღვაწე მენეჯერების კომპეტენციის ცენრტი". ორდღიანი სიმპოზიუმის მსვლელობისას, ასევე ვორქშოპისა და შემაჯამებელი დისკუსიის დროს, ხელოვანები და კურატორები გერმანიიდან, შევეიცარიიდან, ჰოლანდიიდან და საქართველოდან იმსჯელებენ თანამედროვე ხელოვნების აქტუალურ საკითხებზე. განხილული იქნება შემდეგი თემები: საერთაშორისო გამოფენის/ბიენალეს მნიშვნელობა არტცენტრის განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციისათვის XXI საუკუნეში; სჭირდება თუ არა ბიენალე თბილისს; სხვადასხვა ტიპის ინიციატივების როლი სახელოვნებო სივრცეების ჩამოყალიბების პროცესში.
ორშაბათი, 04.10.2010 10:00–18:00
სანაპიროს ქ. 4
სამშაბათი, 05.10.2010 09:30–18:00
(ორივე დღეს დასწრება მხოლოდ მოწვევით)
ხელოვნება ეზოში – არტისტერიუმის წვეულება ეზოში
სამშაბათი, 05.10.2010, 18:30 საათიდან
გერმანელ–ჩინელი ხელოვანი ინგმეი დუანი და ქართველი ხელოვანების ჯგუფი "ბულიონი" თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის "არტისტერიუმი 3"–ის გახსნაზე წარმოადგენენ პერფორმანისის პროგრამას FAIRY TALE MEETS REALITY. ხოლო 5 ოქტომბერს ხელოვანი გოეთეს ინსტიტუტში წარმოადგენს თავის პერფორმანსს FLYING LUGGAGE - VISION 4. ინგმეი დუანი გამოცდილი პერფორმანისის ხელოვანია, რომელიც აბრამოვიჩსა და შლინგელსიფთან სწავლობდა და 30 ქვეზანაში მოღვაწეობდა.
ის 7/8 ოქტომბერს 10:00–16:00 თბილისის სამხატვრო აკადემიაში სტუდენტებისათვის ჩაატარებს ვორკშოპს.
შაბათი, 02.10.2010, 19:30 საქართველოს ეროვნული მუზეუმი/ თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ.8
სამშაბათი, 05.10.2010, 19:00 გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის 16