Monday, October 4 at 10:00am - October 5 at 5:00pm
Location 4 ოქტომებრი - კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სანაპიროს ქ. #4 ; 5ოქტომბერი - გოეთეს ინსტიტუტი, ზ
თბილისში, 4 და 5 ოქტომბერს მოეწყობა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თანმედროვე ხელოვნების საერთაშორისო კურატორები, არტკრიტიკოსები, ხელოვნების ისტორიკოსები და ხელოვანები 8 ქვეყნიდან.
ორდღიანი სიმპოზიუმის მსვლელობისას, ასევე ვორქშოფისა და შემაჯამებელი დისკუსიის დროს, იმსჯელებენ თანამედროვე ხელოვნების აქტუალურ საკითხებზე, ხოლო მომხსენებლები თავიანთ პრეზენტაციებში წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას.
სიმპოზიუმის მთავარი თემებია:
• სჭირდება თუ არა ბიენალე თბილისს;
• საერთაშორისო გამოფენის / ბიენალეს მნიშვნელობა არტსცენის
განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციისთვის XXI საუკუნეში;
• სხვადასხვა ტიპის ინიციატივების როლი სახელოვნებო სივრცეების
ჩამოყალიბების პროცესში.
მონაწილეები:
1. მარიეკე ვან ჰალი – Biennial Foundation-ის დამფუძნებელი დირექტორი, ჰოლანდია
2. ბარბარა ვანდერლინდენი – კურატორი, არტკრიტიკოსი, ბრიუსელის ბიენალეს და Alice Society-ის დამფუძნებელი დირექტორი, ბელგია
3. ჰელენ ჰირში – ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, თუნი, შვეიცარია
4. კლაუდია იოლესი – Kunstbulletin -ის მთავარი რედაქტორი, შვეიცარია
5. სამუელ ჰერცოგი – Neue Zürcher Zeitung-ის კულტურის რედაქტორი, შვეიცარია
6. ანა ლუიზე კრათცში – ლაიფციგის საერთაშორისო არტპროგორამის დამაარსებელი და დირექტორი, გერმანია
7. იელ დენონი – ისრაელის დიგიტალური ხელოვნების ცენტრის დირექტორი და მთავარი კურატორი, ისრაელი
8. მკრტიჩ ტონოიანი – ხელოვანი, არასამთავრობო ორგანიზაცია აკოს-ის პრეზიდენტი, სომხეთი
9. დილარა ვაგაბოვა – კურატორი, არტკრიტიკოსი, აზერბაიჯანი
10. მაკო ჭოღოშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე
11. გია ბუღაძე – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი
12. მაგდა გურული – „არტისტერიუმის“ კურატორი
13. ხათუნა ხაბულიანი – არტკრიტიკოსი
14. ვატო წერეთელი – თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცეტრის დირექტორი
15. ნინი ფალავანდიშვილი – GeoAIR -ის კურატორი
16. ნინო ჭოღოშვილი – ხელოვნებათმცოდნე, კურატორი, კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის დამაარსებელი.
პროექტის ავტორი და კურატორი: ნინო ჭოღოშვილი კოორდინატორები: თამუნა გურჩიანი, მაია ქოიავა-ყიფიანი
კოორდინატორი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტიდან: ელენე ჩეჩელაშვილი