"ცდილობდნენ მხატვრობის მოყვარულნი მასზე რაც შეიძლება მეტი შეეტყოთ. ნანახსა და წაკითხულზე ცხარედ კამათობდნენ_ვინ უზომოდ აღფრთოვანებული იყო, ვინ შეფიქრიანებული, ვინ კიდევ აღშფოთებული. მაგრამ ყველასათვის ცხადი იყო, რომ სალვადორ დალი XX საუკუნის ერთი უთვალსაჩინოესი ხელოვანია... ეს კოლექცია პირველი მერცხალთაგანია ამ დიდ ქვეყანათაშორისი გაცვლა-გამოცვლისა, რაც ჩვენს მსოფლიოს მხატრულ მონაპოვართ კიდევ მეტად დაგვაახლოებს...